ნატო-ს მომდევნო სამიტი ლიეტუვაში ჩატარდება

ნატო-ს 2023 წლის სამიტი ლიეტუვაში, კერძოდ კი, ვილნიუსში გაიმართება.

ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის მადრიდის სამდღიანი სამიტის შეჯამებისას განაცხადა.

მანამდე, აღნიშნული ინფორმაცია მედიას ლიეტუვის პრეზიდენტმა მიაწოდა და თქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

“მომავალ წელს ლიდერებთან ვილნიუსში შევხვდებით”, – თქვა სტოლტენბერგმა.

უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე, ალიანსმა გადაწყვიტა – მორიგი სამიტი მომავალ წელს გამართოს და არა – ორ წელიწადში ერთხელ, როგორც ადრე იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები