“კედელთან საუბარი რთულია” – ბელგიის პრემიერი – რუსეთზე

ბელგიის პრემიერმინისტრი, ალექსანდრე დე კროო აცხადებს, რომ რუსეთთან უკრაინის ომის დასრულებაზე მოლაპარაკება შეუძლებელია, რადგან „კედელთან საუბარი რთულია“.

ამის შესახებ მან მადრიდში ნატო-ს სამიტის ფარგლებში საჯარო ფორუმის დროს თქვა.

ბელგიის მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ უკრაინამ უნდა მოიგოს ომი, მან ამის სამი გზა დაასახელა.

“ძნელია კედელთან მოლაპარაკება. იქ არავინ არის, ვისთანაც შეიძლება მოლაპარაკება, და ნებისმიერ შემთხვევაში: არა არსებულ ვითარებაში”, – თქვა მან.

დე კროო ამბობს, რომ ომის დასრულების მეორე გზა ეკონომიკური სანქციებია. ამასთან, მან თქვა, რომ ქვეყნების მიერ საკუთარი მოსახლეობის მხარდაჭერა უახლოეს თვეებში ყველაზე დიდი გამოწვევა იქნება.

“სანქციებს დრო სჭირდება. ისინი ტკივილს აყენებენ რუსებს, მაგრამ ასევე ჩვენც გვაზარალებენ”, – თქვა ბელგიის პრემიერმა.

პოლიტიკოსი ომის დასრულების მესამე ელემენტის ბრძოლის ველზე ხედავს, ამიტომ, ის უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

“ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი უკრაინელი მეგობრების მხარდაჭერა”, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები