“უკრაინაში ომი ხანგრძლივი იქნება, ნატო-ს ქვეყნები იარაღის მიწოდებისთვის მზად არიან” – სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ სანამ საჭირო იქნება, ალიანსის მოკავშირეებს უკრაინის იარაღით მომარაგების გაგრძელება შეუძლიათ.

ამის შესახებ Politico წერს.

სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი გრძელვადიანი იქნება.

მისი თქმით, ნატო-ს მოკავშირეებს „პოლიტიკური და მორალური ვალდებულება“ აქვთ, არ შეაჩერონ იარაღის მიწოდება.

„ჩვენ უნდა მივაწოდოთ თანამედროვე იარაღი, მძიმე იარაღი, როგორც ამას ნატო-ს მოკავშირეები დიდი ხნის განმავლობაში აკეთებენ და ნატო-მ ასევე უნდა შეასრულოს როლი მხარდაჭერის უზრუნველყოფაში“, – ხაზგასმით აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ალიანსის ლიდერმა თქვა, რომ უკრაინაში ომი, ფაქტობრივად, ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში ბოევიკებს მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები