ღარიბაშვილი: სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონებში სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება

ჩვენი ქვეყნის ეთიკურად მრავალფეროვანი მოსახლეობის მიმართ იცით თქვენ რომ სახელმწიფოს შემუშავებული აქვს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია. რომლის ყველაზე პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონებში სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატების კითხვის პასუხად განაცხადა.

„ჩვენი ქვეყნის ეთიკურად მრავალფეროვანი მოსახლეობის მიმართ იცით თქვენ რომ სახელმწიფოს შემუშავებული აქვს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია. რომლის ყველაზე პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონებში სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება იმისთვის რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება სრულფასოვნად ჩაერთოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

ამ მიმართულებით ხელისუფლების პოლიტიკა კომპლექსურ ხასიათს ატარებს და ხორციელდება სპეციალური ხელშემწყობი პროგრამებით და ინსტრუმენტებით. ჩვენი გეგმის მიხედვით ველოდებით არსებით და ხელშესახებ შედეგებს, ეტაპობრივად უნდა დავიწყოთ და 2030-ისთვის ქართულ ენაზე წერა-კითხვა და საუბარი უნდა იცოდეს არაქართულენოვანი სკოლის კურსდამთავრებულებმა, ყველამ და ზრდასრული მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ეს არის ჩვენი გეგმა“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები