ირაკლი ღარიბაშვილი: მე უკვე დავალებული მაქვს სამინისტროსთვის – 80 ახალი სკოლის აშენებას ვგეგმავთ და 720 სკოლის რეაბილიტაციას

ჩვენ იმის მიუხედავად, რომ ასეულობით ბაღის რეაბილიტაცია შევძელით, ათეულობით ახალი ბაღის აშენება, 150-ზე მეტი 160 სკოლის აშენება შევძელით, 200-მდე სკოლის რეაბილიტაცია, რჩება მაინც გამოწვევად დაახლოებით 800 სკოლა და ჩვენი გადაწყვეტილებით, მე უკვე დავალებული მაქვს სამინისტროსთვის 80 ახალი სკოლის აშენებას ვგეგმავთ და 720 სკოლის რეაბილიტაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

„ასე ვთქვათ, რთული, პრობლემური საკითხი რაც დაგხვდა იყო სკოლების ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ჩვენ იმის მიუხედავად რომ ასეულობით ბაღის რეაბილიტაცია შევძელით, აშენება ათეულობით ახალი ბაღის, 150-ზე მეტი 160 სკოლის აშენება შევძელით, 200-მდე სკოლის რეაბილიტაცია, რჩება მაინც გამოწვევად დაახლოებით 800 სკოლა და ჩვენი გადაწყვეტილებით, მე უკვე დავალებული მაქვს სამინისტროსთვის 80 ახალი სკოლის აშენებას ვგეგმავთ და 720 სკოლის რეაბილიტაციას. 2026 წლისთვის, ამას ვამბობ 3-4 წელიწადში ჩვენი გეგმის მიხედვით ყველა სკოლა უნდა იყოს თანაბარ დონეზე, ევროპული დონის, გამართული, რეაბილიტირებული და მოწყობილი, იმისთვის რომ ჩვენი ბავშვები, მომავალი თაობა ჯანსაღ გარემოში იზრდებოდნენ და იღებდნენ განათლებას“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები