ირაკლი ღარიბაშვილი – ბატონი ბიძინა ივანიშვილი, სააკაშვილის მმართველობის დროს, მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი აფიშირების გარეშე აკეთებდა უკიდეგანო ქველმოქმედებას, ოლიგარქის განმარტება მაინც იცოდეთ, კაცმა იშოვა სხვა ქვეყნებში თავისი შრომით, ნიჭით, ჩამოიტანა, დახარჯა ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის სააკაშვილის მმართველობის დროს

ირაკლი ღარიბაშვილი – რომ არ მოსულიყო ბატონი ივანიშვილი პოლიტიკაში, აქ თქვენ გააკეთებდით მეორე მარიუპლს, თქვენ გაწირავდით ქვეყანას და ხალხს, დაანგრევინებდით და გაყიდდით საქართველოს. თქვენგან განსხვავებით ძვირფასო ოპონენტებო, ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ქვეყანა, საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილი, სააკაშვილის მმართველობის დროს, ყოველგვარი აფიშირების გარეშე აკეთებდა უკიდეგანო ქველმოქმედებას.

„მინდა მოკლედ ვთქვა და ვუპასუხო მათ ცილისწამებას, ბრალდებას: დადიან, ლაპარაკობენ ევროპაში და მათი სიტყვით რომ ვთქვა, “აღქმებს ქმნიან”, რომ თურმე ეს არის მთავარი პრობლემა ჩვენი ქვეყნის, მათი ჩატანილი ინფორმაციით თურმე არის ბატონი ივანიშვილი, კაცი, რომელიც არის მთელი ამ მიღწევების თანაორგანიზატორი, თანაშემოქმედი და ამ მანიაკალური, დამნაშავეობრივი სისტემის დამანგრეველი, შემცვლელი. ბატონი ბიძინა ივანიშვილი, სააკაშვილის მმართველობის დროს, მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი აფიშირების გარეშე აკეთებდა უკიდეგანო ქველმოქმედებას, ოლიგარქის განმარტება მაინც იცოდეთ. ადამიანს, რომელსაც ლარი არ უშოვია საქართველოში, ლარი.

კაცმა იშოვა სხვა ქვეყნებში თავისი შრომით, ნიჭით, ჩამოიტანა, დახარჯა ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის მათი მმართველობის დროს. პოლიციის, ჯარის რეფორმა, მათი ხელფასები, საჯარო მოხელეების ხელფასები, სკოლების, თეატრების, მუზეუმების რეაბილიტაცია უკავშირდება ამ ადამიანის სახელს.
შემდეგ მოვიდა პოლიტიკაში, დაგამარცხათ თქვენ, გაგყარათ ყველანი ხელისუფლებიდან, ეს თქვენი დამნაშავე რეჟიმი და ეს ვერ აგიტანიათ. კაცი წავიდა ოფიციალურად, დატოვა პოლიტიკური თანამდებობა, ყველაფერი, სტატუსი დატოვა. დღესაც არგუმენტი რა აქვთ, რომ ბატონ ივანიშვილს თურმე აქვს ავტორიტეტი. უკაცრავად მეგობრებო, მე მინდა შევახსენო ჩვენს ძალიან კონსტრუქციულ ოპოზიციას. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბატონი პრეზიდენტი ბაიდენის ადმინისტრაციაში ძალიან ბევრი პრეზიდენტ ობამას კადრები დაბრუნდნენ, როგორც თეთრ სახლში, ასევე სხვადასხვა თანამდებობებზე. ეს იგივეა დაახლოებით, რომ დააბრალოთ პრეზიდენტ ობამას ოლიგარქიული ტიპის მმართველობა და არაფორმალური მმართველობა. მთავარი არგუმენტი რაც ამათ აქვთ, არის ის, რომ ივანიშვილის ხალხია ყველა თანამდებობაზე. სააკაშვილის ხალხი ხომ არ იქნება, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომელი ქვეყანა მართავს ოპოზიციით საკუთარ მთავრობას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ივანიშვილის მიერ დაფუძნებული გუნდი, მისი პოლიტიკური გამგრძელებლები და ეს არის აბსოლუტურად გასაგები ყველასთვის. მთავარი – რომ არ მოსულიყო ბატონი ივანიშვილი პოლიტიკაში, აქ თქვენ გააკეთებდით მეორე მარიუპლს, თქვენ გაწირავდით ქვეყანას და ხალხს, დაანგრევინებდით და გაყიდდით საქართველოს.

თქვენგან განსხვავებით ძვირფასო ოპონენტებო, ჩვენ ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას, საქართველოს. წინათ მე დაგისვით კითხვა: თქვენ მოგიწევთ გასცეთ პასუხი: ვის ემსახურებით. დიდება საქართველოს, დიდება ქართველ ხალს!”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები