“თურქეთი ევროკავშირისგან ახლა უფრო შორს არის, ვიდრე 1999 წელს იყო” – ურსულა ფონ დერ ლაიენი
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ თურქეთი ახლა იმაზე მეტად არის დაშორებულია ევროკავშირს, ვიდრე ეს იყო 1999 წელს.
ამის შესახებ მან Kathimerini-სთვის მიცემულ ინტერვიუში თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილების კომენტირებისას თქვა, რომელმაც გადაწყვიტა – არ გამოიყენოს რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სანქციები.
ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ ევროკავშირში წევრობის გზაზე მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობა.
უფრო მეტიც, 1999 წლიდან თურქეთისა და სლოვაკეთის კურსის შედარებისას მან თქვა, რომ „თურქეთი დღეს უფრო შორს არის, ვიდრე 1999 წელს იყო“.
ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „შეერთების პროცესი ეფუძნება დამსახურებას და, შესაბამისად, ის დიდწილად განმცხადებელი ქვეყნის ხელშია“.