“რუსეთს არ შეუძლია ვინმესთან გაერთიანება” – კრემლი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. რეფერენდუმის კითხვის ფორმულირებას გამოეხმაურა

კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ. რეფერენდუმის კითხვის ფორმულირებაში იურიდიული უზუსტობაა, რომელიც გამოსასწორებელია.

მისი თქმით, გატანილი კითხვა “გაერთიანების შესახებ” – არის გასარკვევი, რადგან რუსეთს არავისთან “გაერთიანება” არ შეუძლია.

„ჩვენ ვთქვით, რომ იქ დაისვა კითხვა – „გაერთიანების შესახებ“ ასეთი ფორმულირება იყო. ეს არის ერთგვარი სამართლებრივი უზუსტობა. ამიტომ, საჭიროა ამ მიმართულებით ყველაფრის გარკვევა. ანუ რუსეთს ხომ არ შეუძლია ვინმესთან გაერთიანება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ “კოლეგები თვითონ უნდა ჩამოყალიბდნენ და საკითხში გაერკვნენ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები