გაგლოევი: მოსკოვში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის გეგმა შევიმუშავეთ
ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის განცხადებით, ე.წ.სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ რუს კოლეგებთან რუსეთის შემადგენლობაში შესვლის რამდენიმე ნაბიჯი შეიმუშავა.
„ჩვენ, ყველა ვართ იმის მომხრე, რომ სამხრეთ ოსეთი რაც შეიძლება მალე შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში. მოსკოვში რუს კოლეგებთან რამდენიმე ნაბიჯი შემუშავდა. პირველ ყოვლისა, ფორმულირების შეცვლა, საკითხის განხილვა როგორც პარლამენტში, ასევე, საზოგადოებაში და რუსეთში კოლეგებთან, რის შემდეგაც, შესაძლებელი იქნება კონსულტაციების დაწყება. ეს ჩვენი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და რეფერენდუმი რეფერენდუმისთვის ჩატარება არასწორია“, – განუცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
რუსეთ-ე.წ.სამხრეთ ოსეთის კონსულტაციები 14-15 ივნისს მოსკოვში გაიმართა.