„ქარაგმა: ერ-ეკლესია” – ანალიტიკური დისპუტი გაიმართება

23 ივნისს, 18:00 საათზე საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ანალიტიკური დისპუტი – „ქარაგმა: ერ-ეკლესია” გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ისტორიკოსები, ფილოსოფოსები, ლიტერატორები, საერთაშორისო ურთიერთობათა ანალიტიკოსები შეეცდებიან, ისტორიულ ტექსტში, ერეკლე II-ის ბეჭდის ტაეპში „მე ფერხთ განბანილთა მიერ ეკლესია ვადიდე“ მოცემული მეფის სახელის ქარაგმა /„ხელრთვა“/: „ერ-ეკლესია“, გაშიფრონ თანამედროვე კონტექსტში.
ANGU-ს ბიბლიოთეკა და სტუდია „SANGU-ს სტუმარი”, პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, აახლებს სტუდენტების პირისპირ შეხვედრებს საზოგადოებისთვის უკვე ცნობილ და ჯერ კიდევ უცნობ მოაზროვნეებთან, სულიერი სიტუაციის ანალიზისათვის მნიშვნელოვანი მხატვრული და თეორიული ტექსტების ავტორებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები