„თეთრი ეკრანი” – თითა ბალანჩივაძე – ძნელაძის მეექვსე პერსონალური გამოფენა გაიხსნება
23 ივნისს, 19:00 საათზე, „თეთრი ეკრანი” – თითა ბალანჩივაძე – ძნელაძის მეექვსე პერსონალური გამოფენა გაიხსნება. ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა ამჯერად სხვა მედიუმში – ციფრულ ფორმატში იქნება წარმოდგენილი და ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურებს მნახველს.
ესაა ხელოვნების ინტეგრაცია ციფრულ სამყაროში.
„რა ჰქვია დინამიკური მდგომარეობიდან სტატიკურში გარდამავლ დროს, ერთ უმცირეს გაელვებას, რომელიც ამ ორ მდგომარეობას შორისაა მოქცეული, მოქმედებიდან გადასვლა უმოქმედობაში
ცხადია, არც მე ვიცი“, – ამბობს მხატვარი.
ნამუშევრები პანდემიის პერიოდშია შექმნილი, გამოყენებულია შერეული მასალა, ზეთი, აკრილი…
..