საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური – მაკრონმა პარლამენტში უმრავლესობა დაკარგა
საფრანგეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად, მოქმედმა პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ეროვნულ ასამბლეაში აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგა.
არჩევნების ოფიციალურ შედეგებს ქვეყნის შსს წარადგენს.
მაკრონის ბლოკმა – „ერთად“ ვერ მიიღო 289 ხმა, რომელიც მას ასამბლეაში კონტროლის შესანარჩუნებლად სჭირდებოდა, მას მხოლოდ 245 მანდატი ერგო.
უკიდურესმა მემარცხენე ლიდერმა , ჟან-ლუკ მელენშონმა, მემარცხენეების მთავარი პარტიების გაერთიანება Nupes-თან ერთად, 131 ადგილი მოიპოვა.
მარინ ლე პენმა და მისმა ულტრამემარჯვენე “ეროვნულმა გაერთიანებამ” 89 ადგილი მიიღო, რაც თითქმის ათჯერ მეტია, ვიდრე მას აქამდე ჰქონდა.
ახალ პარლამენტში ასევე “რესპუბლიკელები” 61 მანდატით შევლენ.
ულტრამემარჯვენე და მემარცხენე ალიანსების აღორძინება მაკრონს პრეზიდენტობის მეორე ვადაში საშინაო გეგმის შესრულებაში შეუშლის ხელს.
საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური 12 ივნისს გაიმართა.