ზელენსკი: ჩვენ არავის დავუთმობთ სამხრეთს, ყველაფერს დავიბრუნებთ, რაც ჩვენია
„ჩვენ სამხრეთს არავის დავუთმობთ“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში განაცხადა, რომელიც მან სამხრეთ უკრაინიდან დაბრუნებისას ჩაწერა.
„ყველაფერს, რაც ჩვენია, დავიბრუნებთ, ზღვა კი უკრაინული იქნება – უსაფრთხო იქნება. რუსეთს არ აქვს იმდენი რაკეტა, რამდენიც ჩვენს ხალხს – ეს არის სიცოცხლის სურვილი. ჩვენ განვიხილეთ ეკონომიკური მდგომარეობა, სოფლის მეურნეობის სექტორის მუშაობა. განვიხილეთ ჩვენი პორტების უსაფრთხოება, ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობა.
ჩვენი პოზიცია მკაფიოა, უცვლელი: როგორც კი უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი საერთაშორისო შუამავლობით, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის ომის გამო მსოფლიოში სასურსათო კრიზისს დაუპირისპირდეს…“,- განაცხადა ზელენსკიმ.