საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება
დღეს, დილის 8 საათზე საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, საარჩევნო უბნები გაიხსნა. ამის შესახებ BFMTV იუწყება.
არჩევნებზე 40 მილიონზე მეტი ამომრჩეველია მიწვეული, რათა ეროვნული ასამბლეის 577 მომავალი დეპუტატი აირჩიონ.
საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით, საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო უბნები ძირითადად 18:00 საათზე დაიხურება. ზოგიერთი საარჩევნო უბანი, მათ შორის დიდ ქალაქებში, 20:00 საათამდე იმუშავებს. ეს განსაკუთრებით პარიზს ეხება.
ბოლო უბნის 20:00 საათამდე დახურვამდე წინასწარი შედეგების დაფიქსირება შეუძლებელია. მაშინ მოხდება ეგზიტპოლის პირველი შედეგები გადაცემა. შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველ ოფიციალურ შედეგებს საარჩევნო უბნებიდან მონაცემების მიღების შემდეგ საღამოს გამოაცხადებს.
საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური 12 ივნისს გაიმართა.
ყველაზე მაღალი შედეგი საპრეზიდენტო კოალიცია „რაზომმა“ მიიღო, რომელმაც ხმების 25,75% შეაგროვა და მინიმალური შედეგით აჯობა „ახალ სახალხო ეკოლოგიურ და სოციალურ გაერთიანებას“ (Nupes) მემარცხენე ჟან-ლუკ მელენშონის ხელმძღვანელობით, რომელმაც მიიღო 25,66%. მესამე ადგილი ხმების 18,68%-ით დაიკავა მარინ ლე პენის ეროვნულმა ასოციაციამ.