ბრიტანეთის შს მინისტრმა აშშ-ში ჯულიან ასანჟის ექსტრადიციას დაუჭირა მხარი

დიდი ბრიტანეთის შს მინისტრმა, პრიტი პატელმა აშშ-ში WikiLeaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის ექსტრადიციას მხარი დაუჭირა, სადაც მას 175- წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ამის შესახებ WikiLeaks-ის Twitter-ის განცხადებაშია ნათქვამი.

“შინაგან საქმეთა მინისტრმა დაამტკიცა ჯულიან ასანჟის ექსტრადიცია შეერთებულ შტატებში, სადაც მას 175- წლიანი პატიმრობა ემუქრება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ გადაწყვეტილებას ორგანიზაციაში სიტყვის თავისუფლებისთვის „ბნელი დღე“ უწოდეს და პირობა დადეს, რომ შს მინისტრის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. ასანჟს ამისთვის ორი კვირა აქვს.

2021 წლის 10 დეკემბერს ინგლისისა და უელსის სააპელაციო სასამართლომ აშშ-ში ჯულიან ასანჟის ექსტრადირებას მხარი დაუჭირა.

გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობდა, რომ საქმე უბრუნდება პირველი ინსტანციის სასამართლოს – ვესტმინსტერის სამაგისტრო სასამართლოს, რომელმაც ადრე დაადგინა, რომ 50 წლის ავსტრალიელის ექსტრადირება შეერთებულ შტატებში თვითმკვლელობის საფრთხის გამო არ შეიძლებოდა.

თუმცა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაირკვა, რომ – აშშ-ში ასანჟის ექსტრადირების შემთხვევაში, მისი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიღებული გარანტიები დამაკმაყოფილებელია და ასანჟის ადვოკატების შეშფოთების მოსახსნელად საკმარისია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები