ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეებს, 17 აგვისტომდე, რუსეთის ტერიტორიის დატოვება მოუწევთ

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უცხოელებს, რომლებმაც რუსეთის ტერიტორია პანდემიის დროს ტრანსპორტის შეზღუდვის გამო ვერ დატოვეს, ქვეყნიდან გასვლა 17 აგვისტომდე მოუწევთ, თუ არ აქვთ მიღებული ცხოვრებისა და მუშაობის ნებართვა.

რუსეთის მთავრობამ 20 მაისს შეზღუდვები მოხსნა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ბელარუსის, დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის, ყაზახეთის, ჩინეთის, ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის, მონღოლეთისა და უკრაინის მოქალაქეებისთვის.

“ეს ნიშნავს, რომ ამ სახელმწიფოების მოქალაქეებმა, რომლებმაც ამ ხნის განმავლობაში რუსეთში ბინადრობის ან მუშაობის ნებართვა ვერ მიიღეს, რუსეთი 2022 წლის 17 აგვისტომდე უნდა დატოვონ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები