საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა

ლაბორატორიული კვლევების შედეგად, საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის ერთი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პაციენტს ვირუსის მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და, შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, პაციენტს ევროპაში მოგზაურობის ისტორია უფიქსირდება.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, დაავადებულთან კონტაქტში მყოფ პირებზე დაკვირვება მიმდინარეობდა და არცერთ შემთხვევაში კლინიკური ნიშნები არ გამოვლინდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები