“ალაჰმა დიდი ხნის სიცოცხლე მისცეს ჩვენს პრეზიდენტს” – კადიროვი პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
ჩეჩნეთის ხელმძღვანელი, რამზან კადიროვი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, წარუმატებელი ოპერაციის შედეგ, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კომაში იმყოფება.
კადიროვის თქმით, “ცოტა ხნის წინ” ესაუბრა პრეზიდენტს, რომელსაც “ძალიან ომახიანი” ხმა ჰქონდა.
„ისეთი სასაცილო სისულელეები წავიკითხე, რომ ჩვენი პრეზიდენტის, რომელსაც თითქოს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, შემცვლელს ეძებენ. მინდა, გაგაწბილოთ, ცოტა ხნის წინ ველაპარაკე პრეზიდენტს, მას ძალიან ხალისიანი, ომახიანი ხმა აქვს და ის მზად არის სპეცოპერაციის დასრულებისთვის და რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიაყენოს უკრაინელ ხალხს და სახელმწიფოს“, – თქვა კადიროვმა “ტელეგრამის” არხზე.
ასევე, მან თქვა, რომ “ჩემი სახელით ვურჩევ იმ ქვეყნებს, სჯობს, პირი დაკეტოთ, თავის მართლებისას უხერხულობა გექნებათ, თუ ამის დრო იქნება. ყოვლისშემძლე ალაჰმა დიდი ხნის სიცოცხლე მისცეს ჩვენს პრეზიდენტს.”