სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ ზელენსკი ნატო-ს მადრიდის სამიტზეა მიწვეული

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ს მადრიდის სამიტს დაესწრება იმ ფორმატში, რომელიც მისთვის იქნება ხელსაყრელი, შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე.

ამის შესახებ მან ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალის დაწყებამდე ბრიფინგზე განაცხადა.

“პრეზიდენტი ზელენსკი იქნება მიწვეული მადრიდის სამიტზე, ის ლიდერებს მიმართავს, როდესაც თვის ბოლოს შევიკრიბებით. მოხარულნი ვიქნებით, მივესალმოთ მას პირადად და, თუ ეს შეუძლებელია, მაშინ – ვიდეოფორმატით”, – თქვა სტოლტენბერგმა დასმული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.

ნატო-ს სამიტი მადრიდში 29-30 ივნისს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები