“ნატო-ს ჩარევის გარეშე, უკრაინაში ომის შეჩერება შეუძლებელია” – ამერიკელი გენერალი
ევროპაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ძალების ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი, უესლი კლარკი მიიჩნევს, რომ ნატო-ს პირდაპირი ჩარევის გარეშე, უკრაინაში ომის შეჩერება ვერ მოხერხდება.
ამის შესახებ “ამერიკის ხმა” წერს.
„იდეა, რომელსაც გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ემხრობა და რომელიც ალიანსის სხვა წევრებს შორისაც პოულობს მხარდაჭერას, რომ თუ ნატო-ზე პირდაპირი თავდასხმა არ მოხდა, არ შეიძლება მისი აქტიური ჩარევა – 90-იან წლებში დარჩა. დროა, გაკვეთილები გამოვიტანოთ. ნატო უნდა ჩაერიოს. მოდით, ოფიციალურად ვაღიაროთ ეს, და რუსებს ცეცხლის შეწყვეტა ვაიძულოთ“, – განაცხადა კლარკმა.
მისივე თქმით, ალიანსი ან უნდა „გასცდეს განსაზღვრულ ჩარჩოებს, ან შეაჩეროს თავისი საქმიანობა“.
„90-იან წლებში შეერთებულმა შტატებმა შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც ნატოს ძალები და 25 000 ამერიკელი ჯარისკაცი იუგოსლავიაში შეიყვანეს. მივმართეთ ბრიტანელებს, ფრანგებს, გერმანელებს, რუსებს და თურქებს. მათ ეს მიიღეს. ჩვენ შევაჩერეთ ომი. დროა, დავუბრუნდეთ იმ გაკვეთილებს, რაც გამოვიტანეთ: გამოვაცხადოთ, ნატოს ინტერვენციის დაწყება“, – განაცხადა კლარკმა.