პაპუაშვილი: იმედი სწორედ იმ პარტიებშია, რომლებსაც სურთ გაემიჯნონ „ნაციონალურ მოძრაობას“ – საჭიროა, რომ მათ აიმაღლონ ხმა „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ

იმედი არის სწორედ იმ პარტიებში, რომლებსაც სურთ გაემიჯნონ „ნაციონალურ მოძრაობას“, ე.წ. პატარა პარტიებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა, რომ ე.წ. პატარა პარტიებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ხმა აიმაღლონ.

„აქ იმედი არის სწორედ იმ პარტიებში, რომლებსაც სურთ გაემიჯნონ „ნაციონალურ მოძრაობას“, ე.წ. პატარა პარტიებში. ამ სიტუაციაში გადამწყვეტი სიტყვა მათ უნდა თქვან. სწორედ მათ უნდა ამხილონ „ნაციონალური მოძრაობა“, მათ უნდა თქვან, რომ ასეთი ნარატივი მიუღებელია. პლურალიზმი არ გულისხმობს რიცხობრივად მრავალფეროვან პარლამენტს. პლურალიზმი გულისხმობს შინაარსობრივად მრავალფეროვან პარლამენტს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ პარტიებმა დაამტკიცონ, რომ არ არიან „ნაცმოძრაობის“ ორბიტის ნაწილი. ამისთვის საჭიროა, რომ მათ აიმაღლონ ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. 1-2 პარტიის გარდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ საერთოდ ხმას არ იღებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები