“საუბარი ტერორისტთან” – გრიბაუსკაიტე პუტინთან სატელეფონო საუბრებზე

ლიეტუვის ყოფილმა პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ მკაცრად შეაფასა ზოგიერთი დასავლელი ლიდერის სატელეფონო საუბრები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და მათ “ტერორისტთან განხორციელებული ზარი” უწოდა.

ამის შესახებ მან LRT-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ალბათ, პირდაპირ ვიტყვი, რადგან არავითარი თანამდებობა არ მაქვს, შემიძლია, პირდაპირ და ღიად ვილაპარაკო. ამიტომ, პირდაპირ ვამბობ: ტერორისტთან, მკვლელსა და აგრესორთან განხორციელებული ზარები უნდა შეფასდეს, როგორც ზარები ტერორისტთან“, – განაცხადა გრიბაუსკაიტემ.

მისი თქმით, პუტინის შეჩერება მხოლოდ ბრძოლის ველზეა შესაძლებელი.

„როცა ომია, მოლაპარაკებები არ იმართება, მიმდინარეობს ომი. ომის დაწყებიდან ვამბობდი, რომ პუტინის შეჩერება მხოლოდ ბრძოლის ველზე შესაძლებელი და ეს ნიშნავს უშუალოდ მონაწილეობას ამაში – ან, როგორც ჩვენ ვუწოდებთ ამას- foot on the ground (ჯარისკაცებით უკრაინის ტერიტორიაზე), ან ადეკვატური, საჭირო, თანამედროვე იარაღის მიწოდებით. ჯერჯერობით, მეორე გზაა არჩეული, მაგრამ ის ჭიანურდება, არასაკმარისად მიეწოდება თანამედროვე იარაღი, ჩვენ ვხედავთ ამის შედეგებს. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ნელ-ნელა, მაგრამ აღმოსავლეთის ნაწილებში მიიწევს, ორივე მიმართულებით და უკრაინელებს დიდი დანაკარგი აქვთ – როგორც ადამიანების, ასევე, ტექნიკის“, – განაცხადა გრიბაუსკაიტემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები