“თურქეთი რუსეთის მიერ უკრაინაში მოპარულ მარცვლეულს ყიდულობს” – უკრაინის ელჩი
თურქეთში უკრაინის ელჩმა, ვასილი ბოდნარმა განაცხადა, რომ თურქეთი იმ ქვეყნების რიცხვშია, ვინც რუსეთის მიერ უკრაინაში მოპარულ მარცვლეულს ყიდულობს.
ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ელჩმა ასევე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ თურქეთის ხელისუფლებას და ინტერპოლს დახმარებისთვის მიმართა, რათა მოხდეს იმის გამოძიება, ვინ იყო ჩართული თურქეთის ტერიტორიული წყლების გავლით მარცვლეულის გადაზიდვაში.