“სევეროდონეცკში ბრძოლების შემდეგ, დონეცკის რეგიონის დასაკავებლად რუსეთს, სავარაუდოდ, ძალები აღარ ეყოფა” – ISW
სევეროდონეცკის ბრძოლებში რუსეთის ჯარი, სავარაუდოდ, თავდასხმის პოტენციალს გაფლანგავს.
ამის შესახებ ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანგარიშშია ნათქვამი.
ამჟამად, ოკუპანტების მიზანია სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის დაკავება, რომ რუსეთის სარდლობამ ლუგანსკის რეგიონის “განთავისუფლების” შესახებ შეძლოს “ხალხისთვის ანგარიშის ჩაბარება”.
მაგრამ ინსტიტუტის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ, სევეროდონეცკის გარშემო ბრძოლის შედეგად დანაკარგების შემდეგ, რუსეთის ჯარებს ნაკლებად სავარაუდოა, რომ დონეცკის რეგიონის დიდი ტერიტორიის დასაკავებლად საჭირო რესურსი შერჩეთ.
“რუსული ძალები, როგორც ჩანს, შეზღუდულნი არიან დონბასის რელიეფით და პრობლემებს კიდევ უფრო წააწყდებიან მდინარე სევერსკი დონეცკის გადაკვეთისას, რომ ამ გზით დაასრულონ სევეროდონეცკი-ლისიჩანსკი და ლიმანის დასავლეთით გადაადგილება სლავიანსკისკენ “, – მიიჩნევენ ანალიტიკოსები.