მედიალაბმა იდეადრომში 5 საუკეთესო სტარტაპ იდეა გამოავლინა

მედიალაბის სტარტაპ იდეების კონკურსში „იდეადრომი“ ხუთი საუკეთესო გუნდი გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონკურსის ფარგლებში შერჩეული გუნდები მედიალაბში ერთკვირიან ტრენინგებს გადიან. ფინალისტებს აქვთ შესაძლებლობა მომავალი საქმიანობისთვის საჭირო ცოდნა მიიღონ და საკუთარი სტარტაპიდეები გლობალურ ბაზარზე გასატანად მოამზადონ.

კონკურსის შედეგად შერჩეული სტარტაპერები ციფრულ სივრცეში კომუნიკაციის გამარტივებაზე, საგანმანათლებლო გეიმინგზე, ყალბი ინფორმაციისგან თავის დაცვის მექანიზმებსა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით მუშაობენ. სტარტაპერები მედიალაბში მენტორებთან ერთად ისეთ მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ, როგორებიცაა სტარტაპ იდეის ვალიდაცია, გუნდის მართვა, გადაწყვეტის ვალიდაციის სტრატეგიები, პროტოტიპირება და პროდუქტის ტესტირების მეთოდები, მარტივი ფინანსები სტარტაპებისთვის, იდეისთვის შესაფერისი ბიზნეს მოდელის შერჩევა, იდეალური პრეზენტაციის აწყობა და წარდგენა. ყველა ტრენინგი პრაქტიკულ დავალებებს მოიცავს, რაც სტარტაპერებს აძლევს შესაძლებლობას მიღებული ცოდნა ადგილზე აქციონ რეალურ გამოცდილებად.

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბი სტარტაპ იდეების კონკურსს „იდეადრომი“ უკვე მეოთხედ ატარებს. მედიალაბის მთავარი მიზანი პოტენციური სტარტაპერების აღმოჩენა და მათთვის იდეების რეალობად ქცევაში დახმარებაა. „იდეადრომის“ ფინალი 28 მაისს გაიმართება, სადაც კომპეტენტური ჟიური გამარჯვებულებს დაასახელებს. კონკურსის საპრიზო ფონდი 10 000 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები