მსახიობი რეი ლიოტა 67 წლის ასაკში გარდაიცვალა
ამერიკელი კინომსახიობი რეი ლიოტა 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მსახიობი დომინიკანას რესპუბლიკაში, ძილში გარდაიცვალა.
როგორც ლიოტას წარმომადგენელმა განაცხადა, კინოვარსკვლავი დომინიკანას რესპუბლიკაში ფილმ „საშიში წყლების“ გადაღებებზე იმყოფებოდა.
რეი ლიოტას პოპულარობა მარტინ სკორსეზეს კრიმინალურ დრამაში „დიდებული ბიჭები“ შესრულებულმა როლმა მოუტანა.