სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ოფიციალურ მილოცვაში სომხეთის პრემიერი ხაზს უსვამს ორი ქვეყნის მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და ქართველ ხალხს კეთილდღეობას უსურვებს.
„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! საუკუნეების განმავლობაში ჩვენი მეგობარი და მეზობელი ქვეყნის – საქართველოს მტკიცე გზას დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობისკენ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს სომეხი და ქართველი მოქალაქეებისთვის, საკუთარი იდენტობის და რელიგიური ღირებულებების შენარჩუნების თვალსაზრისით. რთულ ისტორიულ ჟამს, ჩვენ, მეგობრობის სულისკვეთებით, ყოველთვის ვუდგავართ ერთმანეთს გვერდში.
დარწმუნებული ვარ, რომ მრავალმხრივი თანამშრომლობის გამოცდილება, რომელიც საფუძვლად უდევს ურთიერთობებს ჩვენს ქვეყნებს შორის, მომავალში კიდევ უფრო გამდიდრდება ახალი და ურთიერთსასარგებლო მიღწევებით, რაც სარგებელს მოუტანს ჩვენს მოქალაქეთა კეთილდღეობას, დაგვეხმარება რეგიონში არსებული გამოწვევების დაძლევაში და უზრუნველყოფს წინსვლას. გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ საქმიანობას. მოძმე ქართველ ერს კი ვუსურვებ კეთილდღეობას და მშვიდობას”, – აღნიშნულია მილოცვაში.