საქართველოში გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 533 აცრა ჩატარდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 16-დან 22 მაისის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 533 აცრა ჩატარდა.
ამასთან, 22 მაისის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 2 891 402 აცრა.
“მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 368 555 >18 ასაკის მოსახლეობის 47.6%;
სრულად ვაქცინირებულია 1 266 826 ადამიანი, >18 ასაკის მოსახლეობის 44.1%;
ბუსტერ დოზით აცრილია 252 360;
12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 288 (2.42%) სრულად აცრილია – 3 410 (1.92%);
16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 767 (15.74%) სრულად აცრილია- 11 263 (13.88%);
16-22 მაისს ჩატარდა 2 533 აცრა;
ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge;
ასევე შესაძლებელია რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.