პარლამენტში მიმდინარე სასესიო კვირაში საპარლამენტო დებატები, მინისტრის საათი და ინტერპელაციის პროცედურა გაიმართება
საქართველოს პარლამენტში მიმდინარე კვირაში საპარლამენტო დებატები, მინისტრის საათი და ინტერპელაციის პროცედურა გაიმართება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
„გვექნება საკმაოდ დატვირთული კვირა. მოთხოვნილია საპარლამენტო დებატები, იქნება მინისტრის საათი და ინტერპელაცია”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, სამშაბათს, 24 მაისის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების და კანონპროექტების განხილვის შემდეგ საპარლამენტო დებატები გაიმართება თემზე: „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაცია”.