ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის ფინალში 38 მოსწავლე მონაწილეობდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის” ფინალურ ტურში 38 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული არქივი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლის მოსწავლეებმა ონლაინრეჟიმში დაწერეს ესე თემაზე „პირველი რესპუბლიკის გამოცდილება – საქართველოს გზა ევროპისკენ”.

10 გამარჯვებული მონაწილე 24 მაისს გამოვლინდება. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. ამ დრომდე მასში 850-მდე საჯარო და კერძო სკოლის 4600-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. მსოფლიო პანდემიის გამო, ბოლო ორი წელია პროექტი ესეების კონკურსის ფორმატით ტარდება. საქართველოს ეროვნული არქივი პროექტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები