მეტეხიდან ნათლისმცემლის ეკლესიამდე მისვლა განახლებული გზით იქნება შესაძლებელი
სარეაბილიტაციო მონაკვეთი კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, იწყება უკვე რეაბილიტირებული მეტეხი-ქვემო გომი-ნათლისმცემლის საავტომობილო გზის მე-6 კილომეტრზე სოფელ ქვემო გომიდან და მთავრდება იგოეთი-კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის მიერთებაზე. აღსანიშნავია, რომ ამ გზაზე, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, უკვე რეაბილიტირდა 5.7 კმ-იანი მონაკვეთი.
პროექტის შესაბამისად, განხორციელდა გზის საფარის განახლება, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია და ახლის მოწყობა, ადგილობრივ გზებთან მიერთებებისა და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობა. ასევე, გათვალისწინებულია საავტომობილო გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა, ზღუდარების მოწყობა, მიმმართველი ბოძკინტების დაყენება და სავალი ნაწილის მონიშვნა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2.5 მლნ ლარამდეა.