დღეს 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.

სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული. სააკაშვილი, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სასამართლო პროცესს დაესწრება თუ არა, უცნობია. ადვოკატების თქმით, თუ ექსპრეზიდენტი სასამართლოში ვერ მივა, პროცესი სავარაუდოდ, გადაიდება.

შეგახსენებთ, სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები