სოსო არჩვაძე: ლარის კურსის გამყარება გრძელდება, აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნებას უნდა ველოდოთ

ლარის კურსის გამყარება გრძელდება, აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნებას მთლიანობაში პოზიტიურად უნდა ველოდოთ, – ამის შესახებ ეკონომისტმა, სოსო არჩვაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

არჩვაძემ ლარის გამყარების მიზეზებზე ისაუბრა.

„ლარის კურსის დინამიკაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს. პირველია ეკონომიკის ზრდა, ექსპორტის წინმსწრები ზრდა. მაღალი ტემპებით განვითარება, ექსპორტის წინმსწრები ზრდა ქვეყანაში უფრო მეტი ვალუტის შემოსვლას ნიშნავს. ლარის გამყარებაში პოზიტიური როლი უცხოეთიდან განხორციელებულმა ფულადმა ტრანზაქციებმაც შეასრულა, განსაკუთრებით – აპრილში, როცა ქვეყანაში 60 მილიონ დოლარზე მეტი შემოვიდა.
გასათვალისწინებელია ზაფხულის თვეებში ტურისტული ნაკადების შემოსვლა. მესამე კვარტალში, ანუ ივლის-აგვისტო-სექტემბერზე, როგორც წესი, უცხოელი ტურისტების და მათ მიერ გაღებული თანხების არანაკლებ 40 % მოდის. ეს პერიოდი კიდევ წინაა. ლარის კურსის გამყარება გრძელდება, აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნებას მთლიანობაში პოზიტიურად უნდა ველოდოთ,“ – განაცხადა სოსო არჩვაძემ.

ცნობისთვის, დღეს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9442 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები