რუსულ რაკეტებსა და ჰუმანიტარული დახმარების გაცემას შორის – როგორ ცხოვრობს სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი და ბახმუტი

„რა ისმის, ომი მალე დასრულდება? ჩვენ აქ ინტერნეტის, ტელევიზიის, ყველაფრის გარეშე ვცხოვრობთ.“

ამ სიტყვებით ესალმება „უკრაინულ პრავდას“ ლუგანსკის ოლქის, სევეროდონეცკის მკვიდრი, რომელიც სადილს ამზადებს თავის სადარბაზოსთან. ამასობაში მისი მეზობლები ახარისხებენ კიევიდან ჩამოტანილ ოთხ ყუთს.

„ეს ჩემი ქალაქია, ეს ჩემი სახლია, ყოველ შემთხვევაში, შემოვბრუნდები და წავალ ჩემს დამტვრეულ ბინაში – თუნდაც ფანჯრების გარეშე, მაგრამ კედლებია და იქ ვიცხოვრებ, დროთა განმავლობაში, ყველაფერი გაკეთდება.. კედლები არ იქნება? – მაგის დედაც! მაინც არ მინდა აქედან წასვლა“

ეს სიტყვები „უკრაინულ პრავდას“ ნიღბის შესწორებისას სევეროდონეცკის კიდევ ერთმა მკვიდრმა, ტატიანამ, ადგილობრივი თავშესაფრის კომენდანტმა უთხრა. მის ირგვლივ, სახელდახელოდ მოწყობილ საწოლებზე ასი ადამიანი წევს, რომელიც სამი თვის განმავლობაში ცხოვრობს მიწისქვეშეთში.  ჟურნალისტების  ვიზიტის დროს ბევრი მათგანი ხმამაღლა ახველებდა – სარდაფებში კორონავირუსის გავრცელების პიკია.

სევეროდონეცკის ქუჩებში მუდმივად ისმის საარტილერიო აფეთქებები, მაგრამ სარდაფში არავინ გადადის. არც კი იძაბება.

ქალაქში როგორც რუსული რაკეტები, ისე რუსული არტილერია უკვე მუდმივად შემოდის. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილი ლუგანსკის რეგიონში.

100 000-კაციან ქალაქში არ არის ელექტროენერგია, წყალი, გაზი და კომუნიკაციები უკვე, დაახლოებით, ერთი კვირაა. კომუნიკაციები მეზობელ ლისიჩანსკშიც არ არის. ომის ბოლოს ქალაქი აუცილებლად უწყლოდ დარჩება.

ევაკუაცია კვლავ მიმდინარეობს როგორც სევეროდონეცკიდან, ასევე ლისიჩანსკიდან, რაზეც ადგილობრივი პოლიცია ზრუნავს.

ადამიანების უმეტესობა მიჰყავთ ბახმუტში და იქიდან გადაჰყავთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, კერძოდ, Vostok SOS-ში ან აგზავნიან დნეპრში. ბახმუტში, სევეროდონეცკიდან 60 კილომეტრში, ისევ მშვიდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები