„ნატურმორტი გიტარით“ – ესპანეთში პიკასოს ძვირადღირებული ნახატი დაიკარგა

ესპანეთის პოლიცია პაბლო პიკასოს ერთ-ერთი ძვირადღირებული ნახატის დაკარგვის საქმეს იძიებს.

„ნატურმორტი გიტარით“, რომლის ღირებულებაც 600 ათასი ევროა, ესპანეთიდან გრანადაში გამოფენისთვის გადაჰქონდათ, თუმცა ის ტრანსპორტირებისას გაუჩინარდა.

მედიის ცნობით, მადრიდში სხვადასხვა მხატვრის 57 ნამუშევარი ინახებოდა, რომელთა გამოფენა სამხრეთ ესპანეთში, გრანადას კულტურის ცენტრში იგეგმებოდა.

პაბლო პიკასოს მიერ 1921 წელს გუაშით შესრულებული ნახატი გრანადას ფონდში 8 ოქტომბერს გახსნილი გამოფენის „ნატურმორტი: ინერციის მარადისობა“ ნაწილი უნდა ყოფილიყო.

ესპანეთის პოლიციის ცნობით, კერძო საკუთრებაში არსებული ნახატი ჯერჯერობით ვერ იპოვეს და აღნიშნულ საქმეზე ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები