ჩერნიგოვის ოლქის სოფელ დესნას დაბომბვას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 11 დაშავდა.
ამის შესახებ ოლქის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს. ადგილზე მაშველები და მედიკოსები მუშაობას აგრძელებენ.
ოკუპანტების მიერ ოლქის იერიშის შესახებ რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ვიაჩესლავ ჩაუსიმ განაცხადა.
“ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რასაც მუდმივად ვამბობ. ომი არ დასრულებულა, ის არ წასულა ჩერნიგოვის რეგიონიდან, მას არ დაუტოვებია ჩვენი ქალაქები”, – ხაზგასმით აღნიშნა მან და რეგიონის მოსახლეობას მოუწოდა, განგაშის სიგნალების მიმართ ყურადღება გამოიჩინონ.
ჩერნიგოვის რეგიონში ომის დაწყებიდან თითქმის 3,5 ათასი შენობაა განადგურებული ან დაზიანებული.
16 მაისს ჩაუსმა გამოაცხადა, რომ ჩერნიგოვის რაიონში კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებლის აღდგენა იწყება.