არჩილ თალაკვაძე ჩეხეთის სენატის პირველ ვიცეპრეზიდენტს, ირჟი რუსიცკას შეხვდა
პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე ჩეხეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა, რომელსაც სენატის პირველი ვიცეპრეზიდენტი, ირჟი რუსიცკა ხელმძღვანელობს.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩეხეთს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე, ოკუპაციასა და რეგიონში არსებულ ურთულეს გამოწვევებზე ისაუბრეს.
აღინიშნა, რომ ივლისიდან ჩეხეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება. ვიცესპიკერმა ჩეხ კოლეგებს ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – ნიკოლოზ სამხარაძე და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – ეკა სეფაშვილი ესწრებოდნენ.