კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე ინფორმაცია მოისმინეს

თავდაცვისა და უშიშროების და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, დახურულ ფორმატში, საქართველოს ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაცია მოისმინეს.

„საქართველოს ენერგოუსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმდენად რამდენადაც, ენერგეტიკული უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. უსაფრთხოების არსებული გამოწვევების ფონზე, ის განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოვისმინოთ შესაბამისი უწყების წარმომადგენლების მხრიდან ენერგოუსაფრთხოების სფეროში თუ რა მდგომარეობა გვაქვს დღეს, როგორია ჩვენი წვდომა ენერგო რესურსებზე და როგორია ენერგო მატარებლის მიწოდების სანდოობა და უწყვეტობა. ასევე საინტერესოა ჩვენი ენერგო ინფრასტრუქტურის მდგომარეობა და რა გამოწვევები არსებობს ამ კუთხით და რა არის ამ გამოწვევების საპასუხო პოლიტიკის პრიორიტეტები”, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.

კომიტეტის წევრებს შესაბამისი ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ გააცნო. სხდომას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები