საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფინელ კოლეგას, საულ ნინისტეს განუცხადა, რომ საფრანგეთი სრულად უჭერს მხარს ნატოში გაწევრიანების შესახებ ფინეთის განაცხადს.
ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
„[საფრანგეთის] რესპუბლიკის პრეზიდენტმა განუცხადა ფინეთის პრეზიდენტს, რომ საფრანგეთი სრულად უჭერს მხარს ფინეთის სუვერენულ არჩევანს სწრაფად გაწევრიანდეს ნატოში“, – ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მანამდე გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ფინეთის წინადადებას ალიანსში გაწევრიანების შესახებ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ფინეთის პრეზიდენტმა და პარლამენტმა ნატო-ში ქვეყნის გაწევრიანებას მხარი დაუჭირეს.