ფინეთის პრეზიდენტმა და პარლამენტმა ნატო-ში ქვეყნის გაწევრიანებას მხარი დაუჭირეს

ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს, – ნათქვამია ქვეყნის პრეზიდენტის, საული ნიინისტოსა და პრემიერმინისტრის, სანა მარინის ერთობლივ განცხადებაში.

“ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა გააკეთოს. ვიმედოვნებთ, რომ ეროვნული ნაბიჯები, რომლებიც ჯერ კიდევ საჭიროა ამ გადაწყვეტილების მისაღებად, უახლოეს დღეებში სწრაფად გადაიდგმება”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ “ნატო-ში გაწევრიანება ფინეთის, როგორც ალიანსის წევრის უსაფრთხოებას გააძლიერებს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები