ბოლნისში მევიოლინეთა ანსამბლმა „სი-მი“ უკრაინელი ბავშვების დახმარების მიზნით საქველმოქმედო კონცერტი გამართა
„მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ მევიოლინეთა ანსამბლმა „სი-მი“ ბოლნისის სამუსიკო სკოლაში, პროექტის „სოლიდარობა უკრაინელ ბავშვებს“ ფარგლებში, საქველმოქმედო კონცერტი გამართა.
უკრაინელი ბავშვების დახმარების მიზნით მოწყობილ კონცერტში მონაწილეობა ბოლნისის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმაც მიიღეს.
საქველმოქმედო კონცერტს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.