ალექსანდრე ზაბახიძე შპს „Construction Service“-ის წარმომადგენლებს შეხვდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ზაბახიძე, შპს „Construction Service“ -ის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული კომპანია მუნიციპალიტეტის მასშტაბით 2 ახალი ხიდის მშენებლობასა და 3-ის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. ალექსანდრე ზაბახიძემ ყურადღება გაამახვილა პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულების აუცილებლობაზე.

“აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული 9 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის, რომელთა საერთო ღირებულება 5 855 099 ლარს შეადგენს.

შეხვედრას ასევე მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი სიკინჭალაშვილი, ესწრებოდა,”- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები