რუსეთში ლიეტუვას, ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებისთვის, ეკონომიკური კავშირების გაწყვეტით დაემუქრნენ

ლიეტუვის სეიმის ქმედებებმა, რომელმაც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა, შესაძლოა, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაწყვეტა გამოიწვიოს.

ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ჯაბაროვმა განაცხადა.

“ლიეტუვის სეიმის გადაწყვეტილებამ, რომელმაც რუსეთს „ტერორისტული ქვეყანა“ უწოდა, შესაძლოა, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების სრული გაწყვეტა გამოიწვიოს“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

პარლამენტარი დაინტერესდა, რატომ უნდა იყიდოს ვილნიუსმა გაზი იმ ქვეყნისგან, რომელსაც ის „ტერორისტად“ მიიჩნევს.

ასევე, ჯაბაროვმა არ გამორიცხა, რომ „ლიეტუვის პარლამენტის გადაწყვეტილებამ შესაძლოა, დიპლომატიური მისიების დონის შემცირება გამოიწვიოს დროებითი რწმუნებულების დონემდე“.

ლიტუვის სეიმმა დღეს უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ქმედებები გენოციდად, ხოლო რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები