Axios: შუამავლებმა აშშ-სთან და ირანთან დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით მოლაპარაკებები გამართეს

კატარის, პაკისტანის, თურქეთის, ეგვიპტისა და საუდის არაბეთის წარმომადგენლებმა ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის დეესკალაციისა და პირდაპირი მოლაპარაკებების რეჟიმში დაბრუნების მიზნით აშშ-სა და ირანის ხელმძღვანელობასთან სატელეფონო საუბრების სერია გამართეს,- ამის შესახებ ინფორმაციას, წყაროებზე დაყრდნობით, Axios-ი ავრცელებს.

„მიმდინარეობს მასშტაბური დიპლომატიური ძალისხმევა ორივე მხარესთან დეესკალაციის შესახებ შეთანხმების მისაღწევად და შემდეგ ტექნიკურ ჯგუფებს შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის თარიღის დასადგენად“, – აღნიშნა ერთ-ერთმა წყარომ.

შუამავალი ქვეყნების წარმომადგენლები თვლიან, რომ მათ უკვე მიაღწიეს დაძაბულობის ნაწილობრივ შემცირებას. აშშ-ში დიპლომატიურმა წყარომ ეს Axios-ს დაუდასტურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები