თენგიზ ცერცვაძე – დიახ, თანამდებობაზე ვრჩები

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ თანამდებობაზე რჩება.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად თენგიზ ცერცვაძე საზოგადოების ცალსახა და უპირობო მხარდაჭერას ასახელებს.

„დიახ, ვრჩები. ერთი, რამაც მაფიქრებინა, რომ ის განცხადება ემოციური იყო და შეიძლება, საქმისთვის და ქვეყნისთვის სჯობს, დავრჩე არის ის, რომ ძალიან საინტერესო იყო რეაქცია. მე რომ მეგონა თავიდან, მთელი ქვეყანა დაინგრა და ჩემს წინააღმდეგ არის, აღმოჩნდა, რომ ეს არის საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი, იმდენად მცირე, რომ მე ეს განწყობები და მსგავსი შეფასებები ვერსად ვიგრძენი, ვერც სამსახურში, ვერც ყოფით პირობებში. საზოგადოებისგან ვიგრძენი ცალსახა და უპირობო მხარდაჭერა, ამან მაფიქრებინა, რომ მე კი არ უნდა ვტოვებდე სამსახურს, ეს ხალხი უნდა ტოვებდეს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „პირველის არხის“ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სამსახურიდან შესაძლო წასვლაზე ნამდვილად ფიქრობს, რადგან ძალიან გულნატკენი და შეურაცხყოფილია აბსოლუტურად უსაფუძვლო ცილისწამებებისა და ბრალდებების გამო, რომლებიც მისი მისამართით ჟღერდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები