“რუსებმა მარიუპოლში ქიმიური იარაღი შესაძლოა, 11 მაისს გამოიყენონ” – უკრაინელი დეპუტატი
რუსები მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენებას 11 მაისს გეგმავენ.
ამის შესახებ მარიუპოლის საკრებულოს დეპუტატმა, ალექსანდრე ლაშინმა განაცხადა.
„ამ გზით მათ სურთ, გაანადგურონ ქალაქის დამცველები, რომლებიც “აზოვსტალში” იმყოფებიან. ადგილობრივ მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ხვალიდან გარეთ არ გავიდნენ. ქიმიური შეტევა შესაძლოა, 11 მაისს განხორციელდეს“, – განაცხადა დეპუტატმა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge