პელოსი: პუტინი მშიშარაა, ხოლო მისი ქვეყანა ტერორიზმს აფინანსებს

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მშიშარაა, რომელიც ბავშვებს ებრძვის, ხოლო რუსეთი – ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოა. აღნიშნულის შესახებ  პელოსმა MSNBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

 „პუტინი მშიშარაა. ის იბრძვის – იმის ნაცვლად, რომ აწარმოოს ომი – იბრძვის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ის ებრძვის ბავშვებს. ის ამას, როგორც ომის იარაღს ისე იყენებს”.

კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა იგი უკრაინის მიმართვას აშშ-ს კონგრესში რუსეთის ფედერაციის აღიარების თაობაზე ტერორიზმის სპონსორად, პელოსმა უპასუხა, რომ ის “აბსოლუტურად უჭერს მხარს” და “დიდი ხნის განმავლობაში იცავდა ამ პოზიციას”.

„თუ რუსეთი არ არის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოთა სიაში, დახიეთ ეს სია. რადგან აქ გყავთ ქვეყნის ლიდერი, ბირთვული ძალა, რომელიც სხვა ქვეყანაში შეიჭრა და ბირთვული იარაღით ემუქრება. გყავთ პრეზიდენტი, რომელიც მოუწოდებს თავის ჯარისკაცებს სისასტიკისაკენ, ბავშვების – 11 წლის პატარა გოგონების გაუპატიურებისკენ, არაერთხელ, დედების თვალწინ – ან დედების გაუპატიურებას ბავშვების თვალწინ, ბავშვების გატაცებაში. ძალადობის ეს ქმედებები სცდება ცივილიზებული ადამიანის ქცევას. ამიტომ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ისინი უნდა იყვნენ ტერორიზმის მხარდამჭერთა ამ სიაში და იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება“, – განაცხადა პელოსმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები