კიევში მოსწავლეები სწავლას სასწავლო წლის ბოლომდე დისტანციურად გააგრძელებენ

კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქის სკოლებში სწავლა დისტანციურად სასწავლო წლის დასრულებამდე გაგრძელდება.

ქალაქის ხელისუფლების განცხადებით, ომის დროს დისტანციური სწავლების მიზანი არა მხოლოდ ახალი ცოდნის ათვისება, არამედ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და კომუნიკაციაა.

„ეს უნდა იყოს დახმარება ბავშვისთვის და არა მორიგი სტრესი და წუხილი – უარყოფითი შეფასებებისა და საშინაო დავალების გარეშე“, – აღნიშნეს ადმინისტრაციაში.

სწავლისას აქცენტი გაკეთდება არა მხოლოდ ახალი მასალის ათვისებაზე, არამედ გამეორებაზეც.

უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, წელს საბოლოო ატესტაცია გაუქმდა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აპრილის შუა რიცხვებისთვის, ქვეყნის 14 რეგიონის ყველა სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად აგრძელებს.

სამინისტრომ განაცხადა, რომ დისტანციური სწავლება მოეწყო, თითქმის 12 ათასს სკოლაში და დაახლოებით 3,5 მილიონი მოსწავლე სწავლას დაუბრუნდა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები