ოკუპანტებმა კრამატორსკი დაბომბეს, დაშავებულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა (ფოტო, ვიდეო)

რუსმა ოკუპანტებმა ღამით კრამატორსკზე სარაკეტო იერიშები მიიტანეს. ამ დროისთვის, დაშავებულთა რიცხვი 25-მდეა გაზრდილი.

ამის შესახებ Telegram-ში დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, პაველ კირილენკომ დაწერა.

„კრამატორსკიზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგია, სულ მცირე, 25 დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქე. მათგან ექვსს ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება. დაზიანდა 9 საცხოვრებელი კორპუსი, სკოლა და მრავალი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა”, – დაწერა მან.

კირილენკომ აღნიშნა, რომ რუსი ოკუპანტები, რომლებიც ვერ ებრძვიან უკრაინულ არმიას, აგრძელებენ „ბრძოლას“ უკრაინელების წინააღმდეგ.

“ეს არის რუსული არმიის მორიგი საომარი დანაშაული ჩვენს მიწაზე. ჩვენ ყურადღებით ვაფიქსირებთ ყველაფერს. სასჯელს არავინ გადაურჩება!”, – ხაზგასმით აღნიშნა რეგიონის ხელმძღვანელმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები