ბორის ჯონსონი: დასავლეთმა შეცდომა დაუშვა, 2014 წელს უკრაინას რომ არ დაეხმარა
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის უმაღლეს რადას სიტყვით მიმართა.
ჯონსონის თქმით, დასავლეთმა შეცდომა დაუშვა, უკრაინას რომ არ დაეხმარა 2014 წელს, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა.
“ჩვენ, თქვენი მეგობრები თავჩარგულები უნდა ვიყოთ იმაზე, რაც მოხდა 2014 წელს, რადგან უკრაინაში მანამდეც შეიჭრნენ, მაშინ, როცა უკრაინისგან ყირიმი წაიღეს და დონბასში ომი დაიწყო. ჩვენ ძალიან ნელა გავიაზრეთ, რა ხდებოდა სინამდვილეში და ერთობლივად ვერ დავაწესეთ სანქციები, რომლებიც მაშინ უნდა დაგვეწესებინა ვლადიმერ პუტინისთვის. ჩვენ არ გვაქვს უფლება, იგივე შეცდომა გავიმეოროთ”, – განაცხადა ჯონსონმა.
დღეს ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა უკრაინისთვის ახალი, 300 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება წარადგინა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge